Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ომარ ნიშნიანიძე ხომალდი 'არგო'-თი მოგზაურობის განახლებას გაზაფხულიდან გეგმავს

თარიღი : 1-10-2019, 21:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე მის მიერ აგებულ ხომალდ "არგოს" სამუზეუმო ექსპონატად ამზადებს. მისი თქმით, თანამედროვე "არგომ" ადგილი შეიცვალა, ცოტა ამაღლდა, რიონისპირისკენ გაიწია და ახლა უფრო თვალსაჩინო გახდა. როგორც დეპუტატი ამბობს, ხომალდი ახლა უკვე ბალახვნის ხიდიდანაც კარგად მოსჩანს და ბაგრატის ტაძრიდანაც. მისივე თქმით, "არგო" მოგზაურობას მომავალ ზაფხულს გააგრძელებს.

"გემს ჯერჯერობით სამუზეუმო ექსპონატის სახე მივეცით. ამჯერად იქ დგას, სადაც თავიდანვე დავაბინავე, აღმაშენებლის 22 ბ-ში. ოღონდ ცოტა მაღლობზე დავდგით, გავამშვენიერეთ, დავხვეწეთ. დღეს მყავდა ხელოსანი მოყვანილი. ბალახვნის ხიდიდან, ასევე ბაგრატის ტაძრიდან კარგად ჩანს. ასე რომ ტურისტებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უფრო თვალსაჩინო იქნება. მოკლედ "არგოს" ისტორიას მივყვებით. სხვა ატრიბუტიკითაც შევავსებთ. მინდა სამომავლოდ ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული სანახაობა იყოს. რაც შეეხება "არგოს" მოგზაურობას, ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ. მოგეხსენებათ მაისის მეორე ნახევრამდე რიონში წყალი მომატებულია. ამიტომ მაისის მიწურულიდან ან ივნისის თვიდან განვაახლებთ მარშრუტს,"-ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ცნობისთვის, ყოფილი დეპუტატის მიერ აგებულმა ხომალდმა ივნისის თვეში ფოთიდან ჭყვიშამდე, ტაბიძეების სახლ-მუზეუმამდე მიცურა.


ნანახია: 169-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი