Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეტყობა 'ქართული ოცნება' გადაგდებების და ხალხის მოტყუების მეთოდების დახვეწაზე აპირებს მუშაობას,'-ოპოზიცია იმერეთის გუბერნატორის თანაშემწეზე

თარიღი : 1-10-2019, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თანაშემწის პოსტზე რაულ ქირიას დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ეხმიანება.

"ეს კაცი, რაულ ქირია ინიშნება იმერეთის გუბერნატორის თანაშემწედ. ეტყობა "ქართული ოცნება" გადაგდებების და ხალხის მოტყუების მეთოდების დახვეწაზე აპირებს მუშაობას. ქუთაისის და იმერეთის დაცინვა და აბუჩად აგდება გრძელდება, მაგრამ ქუთაისლებთან ერთად, მალე დავასრულებთ ამ მარაზმს.

პ.ს.დღეს პირველი ოქტომბერია და სიმბოლურია გადამგდები და მატყუარა რომ დააწინაურეს," -ამბობს გიგა შუშანია.

ცნობისთვის, რაულ ქირია 2007 წლიდან 2013 წლამდე ჯერ აფხაზეთის მთავრობის პიარსამსახურის ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო.

ამ დრომდე კი ის ახალი ამბების სააგენტო Front News International-ის ხელმძღვანელობდა.

რაულ ქირიას მედიაში არასაიმედო პირის სახელით იცნობენ. ადამიანები, რომლებიც ქირიასთან თანამშრომლობდნენ, მას თაღლითობასა და ხელფასების გაუცემლობაში ადანაშაულებდნენ.

2013 წლის 18 აპრილს ქირია ქრთამის აღების ფაქტზე დაკავეს. საუბარი იყო ქრთამის სახით 3 ათასი დოლარის აღებაზე.


ნანახია: 265-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის გიგა შუშანიას ინფორმაციით, ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერის თეატრის ხელმძღვანელად ქალაქის

ამინდი