Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მთელი სახლი წყალში ცურავდა, სახლში სულ ტალახი იყო, მთელი ავეჯი და ტექნიკა გამიფუჭდა,'-ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მერიის დაპირების არ სჯერათ

თარიღი : 30-09-2019, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ნათელა შარაშენიძეს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების იმედი არ აქვს. შარაშენიძეს 28 სექტემბრის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაკეთებული რემონტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა სრულიად გაუნადგურა. ქალბატონი ყვება, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სახლში შემოსულ წყალთან და ტალახთან გამკლავება მარტოს მოუხდა.

"გული მაწუხებს შვილი, ავადმყოფი ადამიანი ვარ, ინფარქტი მაქვს გადატანილი. მთელი სახლი წყალში ცურავდა. სახლში სულ ტალახი იყო. მთელი ავეჯი და ტექნიკა გამიფუჭდა. ამაში იმდენი ფულია დახარჯული, ვინ აანაზღაურებს ზარალს? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ დღეში? რამდენი ხანია ვითხოვთ დახმარებას და ყურადღების მომქცევი არავინ არის,"-ამბობს ნათელა შარაშენიძე.

28 სექტემბრის სტიქიამ ზარალი მიაყენა კვეტენაძეების ოჯახს. კვეტენაძეებს გაუანდგურდთა სახლში არსებული ფრინველის მინი ფერმა, ხოლო სახლის დიდი ნაწილი საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

"ამერიკული ქათმების მინი ფერმა გვქონდა სახლში. ერთი ქათამი სულ მცირე 30 ლარი ღირს. 100 ქათამი დაგვეხრჩო, ვერ მოვახერხეთ გადარჩენა. კისრამდე გვფარავდა იმხელა წყალი იყო. სახლში ვარგისი მხოლოდ ერთი ოთახი დამრჩა. ყველაფერი გაგვინადგურა. დივან-კრესლო და ავეჯის ნაწილი გადავყარე. გველები დაცურავდნენ წყალში და მთელი ნაგავი და მეზობელი ქუჩების ფეკალური მასები სახლში შემომივიდა. შარშანაც დავიტბორეთ. გააკეთეს ვითომ დამცავი, მაგრამ იქ და ისე არა, როგორც საჭირო იყო. მიზეზი რომ ვიკითხე, მითხრეს, მაგ არა გვაქვს გეგმაშიო. შარშან რომ დავიტბორე, მერიიდან იყვნენ მოსული და მითხრეს, თქვენზე ცუდი მდგომარეობა არავის აქვსო, აუცილებლად დაგეხმარებითო, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ. წელს ჯერ არავინ მოსულა,"- ამბობს ნანა კვეტენაძე.

28 სექტემბერს ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა დატბორა ქალაქის ქუჩები. ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელი იყო როგორც ავტომობილების, ისე ქვეითად მოსიარულეებისათვის. ქალაქის მერიაში ამ დროისთვის ზარალის ოდენობა არ იციან. ადგილზე აცხადებენ, რომ მერიის სამსახურები ზარალის დათვლაზე მუშაობენ. კითხვაზე: აქვს თუ არა საკმარისი ფინანსური რესურსი ადგილობრივ ხელისუფლებას, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ქუთაისის მერიაში ამ დროისთვის პასუხი არ აქვთ.


ნანახია: 270-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთევან მამრიკიშვილი ამბობს, რომ უკვე სამი თვეა ყოველი გაწვიმების დროს მისი სახლი წყლით იფარება.

ამინდი