Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პასუხისმგებლობის გრძნობის არარსებობა 'ქართული ოცნების' საფირმო მარკაა,'-რატომ უჭირთ ქუთაისში მერის მოწესრიგებული გზების დანახვა

თარიღი : 26-09-2019, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებას, რომ ქალაქში გზები მოწესრიგებულია და ადგილობრივი ხელისუფლება კორპუსების ფასადების რეაბილიტაციაზე გადადის, ოპოზიციაში ეხმიანებიან.

ოპოზიციაში თვლიან, რომ ხელისუფლება პარალელურ სამყაროში ცხოვრობს.

"მაგას თუ გონია მარტო რუსთაველის ქუჩაა ქუთაისი, მაშინ მოუწესრიგებია გზები. მაგრამ რომ გაიარო გინდა აღმაშენებელზე, გინდა სხვა უბნებში, არსად არ არის გზა წესრიგში. ფასადების და რაღაც სისულელეების კეთებას, ქალაქის ფუნქციის მონახვასა და საწარმოების გახსნაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე იფიქროს. თორემ ფასადი დაგვრჩება ოხრად. ქალაქში ადამიანები არ რჩებიან, ყველა გაქცევაზე ფიქრობს და ვისთვის უნდა ეს ფასადები გამაგებინოს. მაგას ურჩევნია აგურები რომ იყრება შენობებიდან და ორი ბავშვი რომ გარდაიცვალა, იმას მიხედოს და ქალაქი გახადოს უსაფრთხო,"-აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია.
 
„როგორც ჩანს, ქუთაისის მერი და "ქართული ოცნება" სხვა პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, ქუთაისელები კი სხვა რეალობაში. ალბათ მარტო ჩვენ დავდივართ ქუთაისის გზებზე, სადაც მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლადგაკეთებულ გზებზეც კი ათასი პრობლემაა. მაგალითად ტაბიძე წყლით იტბორება, მიუხედავად იმისა, რომ  სანიაღვრე თითქოს გააკეთეს. ქუთაისი არის პრობლემებში. იცლება ქალაქი, იკარგება სამუშაო ადგილები. ფასადები კარგია, მაგრამ პირველ რიგში, ქუთაისის ფუნქციაზე უნდა იფიქროს, რომ ქალაქს რამე ეშველოს,"- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.
 
„ქუთაისის მერის განცხადება არ ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი. ზოგადად მისი მერობა უფრო მეტად ასოცირდება იუმორისტულ ჟანრთან, ვიდრე მოღვაწეობასთან. ამდენად მისი სიტყვები, რომ ქალაქში გზები მოაწესრიგა და ახლა ფასადებზე გადადის, სწორედ ამ იუმორისტული ჟანრიდან მოდის. სერიოზულად როგორ შეიძლება მიიღო, როცა ტაბიძის გაკეთებულ ქუჩაზე  სანიაღვრე სისტემა არ ქონდათ. წვიმა მოვიდა და  დაიტბორა ქუჩა და  რომ მივიდნენ ადგილზე, იმაზე ვაჭრობდნენ გაეცათ თუ არა ერთჯერადი დახმარება, კომპესაცია, რაც მოსახლეობას  მსგავსი სიტუაციის დროს ერგება. აღსანიშნავია, ისიც რომ პირველად მოხდა მგონი ქუთაისის თვითმმართველობის ისტორიაში, როცა ადგილობრივი დანიშნულების გზები გამოართვა თვითმმართველობას ცენტრალურმა მთავრობამ, ფულიც თვითონ გადაიხადა და თავად შეასრულა ყველაფერი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ როცა შეხედა მის გაკეთებულ თეთრ ხიდს, თავად განახორციელა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამ ყველაფრის შემდეგ მისი ამაყობა იმით, რომ თურმე გზები მოაწესრიგა ქუთაისში, სასაცილოა,"- ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.
 
„რა განცხადებაც გააკეთა გუშინ მერმა, რამდენად მართალია, ამას დრო გვიჩვენებს. ჩემი გადმოსახედიდან, თუ შევადარებთ ბათუმის და თბილისის ინფრასტრუქტურას, ხარისხით ნამდვილად ჩამოვრჩებით ამ ქალაქების თვითმმართველობის მენეჯმენტს. თბილისში კახი კალაძე რაღაცნაირად ახერხებს ისე განახორციელოს სამუშაოები, დისკომფორტი ნაკლებად შეუქმნას  მოქალაქეებს. ჩვენთან კი რამდენიმე ქუჩა მთელი ზაფხული გადაკეტილი იყო და პრობლემები შეიქმნა, მგონია რომ მენეჯმენტის პრობლემაა. არ აქვთ იმის რესურსი რამდენიმე პროექტი ერთად განახორციელონ. ძირითად პრობლემას ვხედავ იმაში, რომ წინა მერის გაფუჭებულ საქმეებზე არავის უგია პასუხი. გავიხსენოთ თუნდაც  ასათიანის ქუჩის მაგალითი, როცა უამრავი ფული გაიფლანგა და მერიას უკვე მეორედ მოუწია  ამ ქუჩის გაკეთება, ასევე ის სოციალური საცხოვრისი, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა და ხალხს თავზე ენგრევა ახლა. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობის გრძნობის არარსებობა "ქართული ოცნების" საფირმო მარკაა.  ალბათ ამ ადგილობრივ თვითმმართველობასაც ეს განცდა აქვთ, რაც არ უნდა გააკეთონ, ან გააფუჭონ, ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული არ იქნებიან,"- აცხადებს "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელ-ლი თემურ ცამციშვილი.
 


ნანახია: 355-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეთანხმება თუ არა ქალაქის მოსახლეობა მერის ამ განცხადებას? საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა.
topnews.com.ge-ს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციების წარმომადგენლები ესაუბნენ.
მერის დაპირებით, ქალაქი 2018 წლის ზაფხულიდან გადავა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, გაკეთდება შიდა მისასვლელი გზები და დაიგება

ამინდი