2 ოქტომბერს რუსთაველის თეატრი მესხიშვილის თეატრის სცენაზე 'ჰეკაბე'-ს წარადგენს
თარიღი : 24-09-2019, 10:48 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

2 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრს უმასპინძლებს. მაყურებლის წინაშე თეატრალური დასი მიშა ჩარკვიანის "ჰეკაბე" -თი წარსდგება. სპექტაკლი 20 საათზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება.
“ჰეკაბე" ქართული თეატრის ისტორიაში პირველად ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე მიმდინარე წელს დაიდგა. "ჰეკაბე"-ს მიშა ჩარკვიანისეული თხრობა ყველა იმ პრობლემას ეხმიანება, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი და რეაქცია საზოგადოებისთვის სამოქალაქო ღირსებად და ვალდებულებად იქცა. ერთმოქმედებიანი ტრაგედია მამაკაცების ტუალეტში იწყება და სრულდება.