Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაიას მიმართვა იუსტიციის მინისტრს: ქალბატონო თეა, რატომ გვინახავთ შენობას, სადაც ადამიანების ტონობით სისხლია დაქცეული, ესაა სიმბოლო უსამართლობის, დასჯის, წამების და რატომ გვინახავ ამ სიმბოლოს არ ვიცი

თარიღი : 22-09-2019, 10:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში, ყოფილი ციხის შენობასთან ბრიფინგი გამართა და მილიონობით ლარის ქონების განადგურება კიდევ ერთხელ გააპროტესტა. მისი თქმით, თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებულ შენობებს ეს უკანასკნელი თავადვე უნდა განკარგავდეს.

"ალბათ გახსოვთ, რომ დაგპირდით, ყოველ კვირაში მიტოვებულ შენობებთან მივალთ და მათ ისტორიას მერიას გავაცნობ-მეთქი, ახლა ვიმყოფები ციხესთან. „გუბესკი“ ციხე ქვიოდა სხვათაშორის. უკვე 15-16 წელია მიტოვებულია და პატრონი არ ჰყავს. ანტისანიტარიის და ათასი უბედურების კერადაა გადაქცეული. მოსახლეობისთვის დისკომფორტს წარმოადგენს. როგორც ვიცი იუსტიციის სამინისტროს ბალანსზეა, ამიტომ თეა წულუკიანს მინდა მივმართო: ქალბატონო თეა, აქ ადამიანების ტონობით სისხლია დაქცეული, ესაა სიმბოლო უსამართლობის, დასჯის, წამების და რატომ გვინახავ ამ სიმბოლოს არ ვიცი. მე მოგიწოდებ, დაგეგმეთ და გაატარეთ ღონისძიება, ან გაყიდეთ, ან გააჩუქეთ, ან დაანგრიეთ და სკვერი გააკეთეთ. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ რეალური თვითმმართველობა არ არსებობს. რადგან თვითმართველობას როცა თავის ტერიტორიაზე არსებული შენობები არ აინტერესებს, თვითმართველობა არ არის," - ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 341-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი წულაიამ პარკირების თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ამინდი