Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თოკი შევიკარი, ვეღარ ვიხსნი,'- 14 წლის მოზარდის უკანასკნელი მიმოწერა თანატოლებს

თარიღი : 22-09-2019, 10:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის თვიმთმკველობა შესაძლოა ბულინგს უკავშირდებოდეს. სოფელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკა თანატოლებს დახურულ ჯგუფში აფრთხილებდა, რომ თუ მას ბოდიშს არ მიოხდიდნენ ის სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებდა.

ცნობილია ისიც, რომ თვითმკვლელობამდე 14 წლის ბიჭმა თანატოლებს ფოტო გაუგზავნა, რომელიც სუიციდამდე რამდენიმე წუთითა ადრეა გადაღებული და რომელშიც თოკია აღბეჭდილი.

სკანდალური მიმოწერა "მთავარმა არხმა" გაავრცელა, სადაც ლუკა თანატოლებს მიმართავს: "უნამუსო ვიყო, თუ ბოდიშებს არ მოიხდით სულყველა, გამკეთებელი თუ არ ვიყო".
თანატოლის მუქარა დახურული ჯგუფის წევრებმა არ დაიჯერეს და მეტიც, მას კიდევ ერთხელ დასცინეს: "ჯერ ერთი, ბოდიში რატომ უნდა მოგიხადოს აქ ვინმემ და რომ არ მოგიხადოთ, მიდი აბა ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ". ბულინგის შემდეგ ლუკამ ჩატში თოკის ფოტო ჩააგდო, რომლითაც თავი მოიკლა. მოზარდის თანატოლები არც ამის შემდეგ გაჩერებულან: "შეჩემა მაგხელა მარტო ერთი ყური გაქვს"- დაწერა ლუკას საპასუხოდ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა.

"ლუკა, სახლში შეიტანე და ლუსტრაზე ჩამოეკიდე გაგიძლებს" - დაწერა 14 წლის ბიჭის მისამართით კიდევ ერთმა მოზარდმა. ბავშვები ლუკას მიმართ ბულინგს არ წყვეტდნენ და შეიძლება ითქვას თვითმკვლელობამდე უბიძგებდნენ კიდევ:

"ლუკა, თქვი ამ ცხოვრებისთქო და კაკლის ხე გაქვს და თუ აწვდები მაგრად მოუჭირე, რომ არ ჩამოწყდეს. ან ვაფშე ხეზე თუ ახვალ გადმოხტი". ამ მესიჯის შემდეგ, ბიჭმა ყველაზე შემზარავი წერილი მიწერა მეგობრებს: "დაიცა, თოკი შევიკარი. ვეღარ ვიხსნი..."- დაწერა ლუკამ.

14 წლის ბიჭი, საკუთარი სხლის ეზოში ჩამომხრჩვალი 4 დღის წინ იპოვეს. მოზარდის დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული. ლუკა კი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცვხლის მოსპობამდე მიყვანს გულისხმობს. თერჯოლის პოლიცია მოზარდის მეგობრებს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში კითხავდა.


ნანახია: 269-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლუკა ქუთაისში არსებულ სპეციალიზებულ 45-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.
ლუკა ნაჭყებიამ მისი 13 წლის იუბილეზე მისვლა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს რამდენიმე დღის წინ თავად სთხოვა.
13 წლის მოზარდი შენობის მე-4 სართულის ფანჯრიდან დღეს გადმოვარდა.
რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შედეგად, დაკარგული ბავშვის მეზობლებმა დახმარება სამართალდმაცველებს სთხოვეს

ამინდი