ქუთაისში 'მშვიდობის ბურთის' მონუმენტი ერთი წლის დაგვიანებით გაიხსნა
თარიღი : 21-09-2019, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონის წინ არსებული "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. იგი მისმა ავტორმა ბესიკ ადამიამ დადგმიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მოქალაქეებთან ერთად გახსნა.
"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩემთვის. დღეს გახლავთ ღვთისმშობლობა, ასევე მსოფლიო მშვიდობის დღე და სტადიონლობა, ჩვენი უბნის დღე. სწორედ ამ დღეებს დავადარეთ "მშვიდობის ბურთის" მონუმენტის გახსნა. აქ წერია "მშვიდობა" მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე. ეს ბურთი ქუთაისისთვის მშვიდობის სიმბოლოა,"-აცხადებს ბესიკ ადამია.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ბესიკ ადამია მშვიდობის ბურთის მონუმენტის დადგმას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა.