Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"კლიმატური ცვლილებები არის ძალიან რეალური, ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი ხანძრის კერა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაქრობთ"

თარიღი : 20-09-2019, 16:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური მსვლელობა- "მარში კლიმატისთვის" მოეწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებმაც მიიღეს. ამით ისინი მსოფლიო მშვიდობიან კამპანიას „GLOBAL STRIKE“ შეუერთდნენ, რომლის მიზანია მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდონ.

"ათასობით ადამიანია აქ შეკრებილი იმისთვის, რომ შევუერთდეთ მსოფლიოს მასშტაბით გამართულ გლობალურ მობილიზაციას, რომელსაც ქვია "მარში კლიმატისთვის". მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვუთხრათ მსოფლიოს ლიდერებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, გაუფრთხილდნენ ბუნებას. კლიმატური ცვლილებები არის ძალიან რეალური, ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი ხანძრის კერა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაქრობთ. დღეს ჩვენ შემოგვიერთდა ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონიდან. გვქონდა ძალიან დიდი მსველელობა, რომელიც ფლეშმობით დავასრულეთ"- განაცხადა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ "თაობათა დიალოგის" გენერალურმა მდივანმა ეკატერინე მარუქაშვილმა.

"კლიმატური მარში" მსოფლიოს მასშტაბით იმართება და მასში ამ დრომდე 1000-ზე მეტი ქალაქია ჩართული. საქართველოდან ქუთაისი ოფიციალურად არის კამპანიის მონაწილე.


ნანახია: 794-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლიმატის წვეულების მიზანი იყო მასში ჩართულ პირებს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზე გაემახვილებინათ.
პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზატორები გაავრცელებენ მიმართვას იმ მიზნისთვის, რომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა
ამერიკაში აბორტის საწინააღმდეგოდ გამართული მარში სახელწოდებით "მარში სიცოცხლისთვის" 5 წუთის წინ დასრულდა. მარში ერთი საათისა და

ამინდი