Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში ფერენიდნიდან საქართველოში ფეხით ჩამოსულ ქართველებს უმასპინძლეს

თარიღი : 19-09-2019, 19:13 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის კულტურის ცენტრში 400 წლის წინ შაჰ-აბას პირველის მიერ საქართველოდან იძულებით გადასახლებულთა შთამომავლებს, ფერეიდნელ ქართველებს შაჰრამ ონიკაძეს, ისმაილ დავითაშვილს, ამირან გუგუშვილსა და მაჯიდ ჯავახიშვილს უმასპინძლეს, რომელთაც 31-დღიანი მოგზაურობის შემდეგ საქართველომდე ფეხით მოაღწიეს.

ფერეიდნელი სტუმრები შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ წარუდგინა და აღნიშნა, რომ "ამ დარბაზში უამრავი ლამაზი ღონისძიება გამართულა, მაგრამ ასეთი ამაღელვებელი, ემოციებით დატვირთული, ქართული საღამო არ მახსენდება. დღეს ჩვენთან სტუმრად ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენი ძმები, რომელთა ეროვნული სულისკვეთება, სამშობლოს სიყვარული, დამიკიდებულება ჩვენი ენისადმი, კულტურისადმი არის სამაგალითო და მისაბაძი,"-განაცხადა ჯურხაძემ.

ფერეიდნელ ქართველებისადმი სითბო და სიყვარული გამოხატეს ადგილობრივმა საზოგადო მოღვაწეებმა, ხელოვანებმა,სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და საჯარო მოხელეებმა.
თავის მხრივ სტუმრებმა, 400 წლის წინანდელი ქართულით, ისაუბრეს წარსულზე, როგორ შეინარჩუნეს და დღემდე მოიტანეს ქართული ენა და სხვა მშობლიური ღირებულებები, რითაც ძალიან ამაყობენ.

ფერეიდნელმა ქართველებმა დაბრუნების სიმბოლური აქცია დიდგორობის დღესასწაულს მიუძღვნეს და, ამგვარად, სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.


ნანახია: 402-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან იმ სხვა პრიორიტეტულ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელება მომავალშიც
მთამსვლელი შარამ ონიკაძე საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, დაუფარავი სიხარულით საუბრობს სამშობლოზე და ღიად საუბრობს მისი ნახვით

ამინდი