Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხელს შეუწყობს ქალაქში და არა მარტო, ახალგაზრდული ცხოვრების გამოცოცხლებას და რეგიონი მიმზიდველი გახდება, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის,'-რას ელოდებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან

თარიღი : 19-09-2019, 19:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიმდინარე აქტიური მშენებლობის პროცესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანელმა მეცნიერებმა დაათვალიერეს.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში. ის გახდება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს.

დღესვე, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატი 1003“ -ში, საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ქუთაისის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩემთვის, როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულისთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ასეთი მასშტაბის უნიკალური პროექტი იმერეთში, კონკრეტულად, ქუთაისში ხორციელდება. ეს ხელს შეუწყობს ქალაქში და არა მარტო, ახალგაზრდული ცხოვრების გამოცოცხლებას და რეგიონი მიმზიდველი გახდება, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის" - აღნიშნა თავის სიტყვაში იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიუნხენის უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ამინდი