Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კიდევ ერთხელ გაიმართა იმ ელექტრომობილის პრეზენტაცია, რომელიც ქალაქში ჯერარაშენებულმა ელექტრომობილების საწარმომ უნდა გამოუშვას

თარიღი : 19-09-2019, 17:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამართულ სამეცნიერო პიკნიკზე იმ ავტომობილის მორიგი პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ქუთაისში ჯერარაშენებული ელექტრომობილების ქარხანა გამოუშვებს. ავტომობილის პრეზენტაცია ავტომობილის დიზაინის ავტორმა ზვიად ციკოლიამ გამართა.

ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას ინდუსტრიული ჯგუფი Aigroup-ი ახორციელებს. კომპლექსი 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები, წარმოებაში საბოლოოდ, 3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა.


ნანახია: 188-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი