'ძვირფასი პამელა,'- მესხიშვილის თეატრი 135-ე სეზონს საინტერესო სპექტაკლით ხსნის

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 135-ე სეზონს 27 სექტემბერს ხსნის. სეზონი საკმაოდ საინტერესო სპექტაკლით "ძვირფასი პამელა" გაიხსნება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძეა. რამდენიმე დღეში კი მცირე სცენაზე კიდევ ერთი პრემიერა გაიმართება. სპექტაკლს ნინო მაღლაკელიძე თანამედროვე ფრანგი დრამატურგის პიესის "ქარი ქრის ვერხვებში" მიხედვით დგამს. სპექტაკლში სამი მსახიობი მონაწილეობს. მიმდინარე სეზონზე იგეგმება მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაციაც.