ქუთაისის თოჯინების თეატრი სეზონს ოქომბერში გახსნის
თარიღი : 17-09-2019, 18:00 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

"ისევ ერთად-ახალი თეატრის და სეზონის მოლოდინით"- ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ახალ სეზონს იწყებს. თეატრი მუშაობას ოქტომბერში განაახლებს. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, რიცხვი ჯერ დაზუსტებული არაა, რადგან თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ელოდებიან.
ცნობისთვის, თოჯინების თეატრის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხორციელდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვალა სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, გამოიცვალა სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყო თეატრის ეზო. შენობის რეაბილიტაციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო.