Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ უშლის ხელს ცენტრალური ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ განვითარებას-მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად

თარიღი : 16-09-2019, 18:37 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა, ცალკეული სახეობის ქონებები კი 100% სახელმწიფოს საკუთრებაშია. ეს მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას: მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად.

იდენტურია ქვეყანაში არსებული სიტუაცია დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც: საქართველოში სულ 87 დაცული ტერიტორიაა, ყველა მათგანი კი სახელმწიფოს საკუთრებაშია, შესაბამისად, შემოსავლის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოა.

საქართველოში არსებული 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიიდან ტურისტული ინფრასტრუქტურა მხოლოდ 16 ტერიტორიაზეა მოწყობილი, ამათგან კი შემოსავლის მიმღები მხოლოდ 13-ია.

დაცულ ტერიტორიების ნაწილს ცალკეული მუნიციპალიტეტები უწევენ ნარჩენების გატანის მომსახურებას, რის სანაცვლოდაც სააგენტო ყოველთვიურად იხდის თანხას. თუმცა სხვა რაიმე შემოსავალს ადგილობრივი ბიუჯეტები დაცული ტერიტორიებიდან არ ღებულობენ.

2017 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით დაცულ ტერიტორიებს ჯამში 1,995,554 ვიზიტორი ეწვია, ამავე პერიოდში მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 13,634,498 ლარი შეადგინა.

თუკი გავითვალისწინებთ დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას, ძირითადი როლი ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს უკავიათ, თუმცა გვაქვს მაგალითები, როდესაც უფლებამოსილებები გადანაწილებულია ადგილობრივ თვითმმართველობაზეც. ჩეხეთში დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში ძირითად პოლიტიკას ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს, თუმცა რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ კონტროლის და მონიტორინგის უფლებამოსილება; უნგრეთში ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ტერიტორიების მართვაზე მუნიციპალიტეტებიც არიან პასუხისმგებელნი, სერბეთში დაცული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი თვითმმართველობების საკუთრებაა და შემოსავალსაც თვითმმართველობები იღებენ, პოლონეთში კი უფლებამოსილებები გადანაწილებულია ცენტრსა და ადგილობრივ ადმინისტრაციებს შორის, შემოსავლის მიმღები ცალკეულ შემთხვევებში თვითმმართველობებიც არიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, მნიშვნელოვანია:

მაქსიმალურად ბევრ დაცულ ტერიტორიაზე მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ტურისტებისა და ვიზიტორთა მხრიდან მისაღები შემოსავლის ოდენობა მუდმივად გაიზარდოს.

აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ იმსჯელოს, დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილებაზე, გრძელვადიან პერიოდში კი დაცული ტერიტორიების გარკვეული კატეგორიების (მაგალითად, მარტვილის და ოკაცეს კანიონები) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემაზე. დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს და ამასთან, ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დაინტერესებას, იზრუნონ ტურიზმის განვითარებაზე.


ნანახია: 150-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კანიონის დათვალიერებას ვიზიტორები დროებით ვეღარ შეძლებენ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების
სათაფლიის ნაკრძალში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

ამინდი