Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემს შვილებს, ხვალ სკოლაში რომ მიდიან, უნდა ჰქონდეთ ჩემი პასუხი, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი,'-რას წერს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

თარიღი : 15-09-2019, 21:42 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ამერიკის საელჩოსთან, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმიანება.

"ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, კორექტული დავრჩენილიყავი პოზიციის გამოხატვისას, თუმცა ჩემს შვილებს, ხვალ სკოლაში რომ მიდიან, უნდა ჰქონდეთ ჩემი პასუხი, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, განვითარებული ქვეყნების რიგებში და ეს შესაძლებელია მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით.
არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება წაართვას მათ ეს მომავალი,"-ამბობს შენგელია.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი მთავარი გზავნილია, "დასრულდეს მწამებლების მხარდაჭერა და ქართველ ხალხს დაუგდოს ყური ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის ქვეყნები."

"დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება აშშ-ს საელჩოსთან სწორედ დემოკრატიის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. იმიტომ, რომ 10 სექტემბერს ჩემ მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება, გამოხატვის უფლება და ასეთი ფაქტი სხვა დროს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს საელჩოს, დღეს მკაფიოდ ვუთხარით - პატივს ვცემთ ყველა მეგობარს, ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ ცნობილია და ფაქტია, მრავალი წლის განმავლობაში 2012 წლიდან დღემდე მიდის აქტიური მხარდაჭერა მწამებელთა პარტიების, ბოკერიებისა და სააკაშვილების. დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია, შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა საქართველოში. იმიტომ, რომ ეს ქართველ ხალხს ძალიან აბრაზებს. ჩვენ კარგად ვხედავთ, ამ შეკრებაზე მობრძანებული იყო თამაზ მოლაშვილი. აბა თამაზ მოლაშვილს უთხრას იმ ლიტველმა დეპუტატმა, შეიყვარე ბოკერიაო. ასეთი რამ არ ხდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, პარტია გეგმის მიხედვით გააგრძელებს საპროტესტო აქციებს.


ნანახია: 368-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
'პატრიოტთა ალიანსის' ლიდერებმა ქუთაისის ოპერის თეატრში იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები დაასახელეს.
კანდიდატების წარდგენას ვიცე-პრემიერიც ესწრებოდა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"-ს იმ კვლევას ეხმიანება, რომლის

ამინდი