ქუთაისში პოლიცია გაუპატიურების მცდელობის საქმეს იძიებს

ქუთაისში პოლიცია გაუპატიურების მცდელობის საქმეს იძიებს.
შემთხვევა დღეს, ხარებავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონს თავის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე მამაკაცი შეეჭრა.
"ქალბატონმა მოასწრო 112-ში დარეკვა და ინციდენტის ადგილზე უსწრაფესად გამოცხადდნენ ქალაქის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლები. ვიდრე ეს მოხდებოდა, საშინელი ხმაური ისმოდა და სანამ გამოვერკვიეთ რა ხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებიც ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ. როგორც ვიცით, მამაკაცებმა ქალბატონის გაუპატიურება სცადეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,"-განაცხადა ხარებავას ქუჩის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც ცნობილია, პოლიციამ შეძლო სავარაუდო დამნაშავეთა ადგილზე დაკავება.