Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მერიაში თურმე ვერ გაიგეს რას ვწერდი,'-რას აპირებს გოგი წულაია ქალაქის მერიის ინფორმირების მიზნით

თარიღი : 14-09-2019, 14:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს " თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიტოვებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, შენობები წლებია უყურადღებოდაა დარჩენილი და ინგრევა. მან ქუთაისის მერიისგან ინფორმაცია გამოითხოვა იმის შესახებ, ქუთაისის ტერიტორიაზე რამდენი შენობაა, რომელიც მიტოვებულია და ფუნქცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ მერიაში მისი წერილის შინაარსი ვერ გაიგეს და წულაიას მათთვის კონკრეტული მისამართების გაგზავნა სთხოვეს.

"ქუთაისი გავსებულია მიტოვებული შენობებით, რომლებიც მილიონიბით ლარი ღირს. ერთ-ერთი ასეთი შენობაა წითელი ხიდის მოსაცდელთან, ე.წ "წივწივაძეების" მაღაზიასთან მყოფი, რომელიც ნადგურდება, ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. დავინტერესდი რა სტატუსს ატარებს ასეთი შენობები და რა ღონისძიებების გატარებას აპირებენ მერიაში პრობლემის გადასაჭრელად. მიპასუხეს, რომ ვერ გაუგიათ რას ვწერდი. ამიტომ გადავწყვიტე ყოველ კვირაში თითო ასეთ შენობასთან მივიდე და მივუთითო. რამდენ ხანს უნდა იყოს ეს შენობები ასე? არ უნდა დაიწყონ მოკვლევა?"-ამბობს წულაია.


ნანახია: 327-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.

ამინდი