Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძულუხურას ხეობა-ისტორიული და ბუნებრივი ღირსშენაშნაობებით მდიდარი ხეობა ვანში

თარიღი : 13-09-2019, 19:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ძულუხურას ხეობის შესახებ გიამბობთ.

მდინარე ძულუხურა წარმოადგენს მდინარე სულორის მარჯვენა შენაკადს. მდინარე სათავეს იღებს სოფელ ძულუხისა და გორმარალის მთის (ზღვის დონიდან 785 მ.) აღმოსავლეთით, ძირითადად მთის ტიპისაა, მდინარის სიგრძე 12,6 კილომეტრია. სოფელ სულორში უერთდება მდინარე სულორს, რომლის უდიდესი შენაკადია. მდინარე ძულუხურის (სულორის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, იმერეთის სამხრეთ მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 420 მეტრზე. ვანიდან 15 კილომეტრზე მდებარეობს სოფელი ძულუხი. სოფლის ტერიტორია გამოირჩევა კარგი მიკროკლიმატით, უნიკალური პანორამებით. სოფლის ცენტრში არის უძველესი ქვის ჯვარი, რომელიც ლეგენდის თანახმად, აქ მოსახლეობის გაქრისტიანების პერიოდს უკავშირდება. როდესაც ვანის მიდამოებში ქვის ჯვარი კამეჩებისთვის დაუდევთ, ამ შემაღლებულ ადგილას ამოუბრძანებიათ, სადაც კამეჩები გაჩერდნენ, იმ ადგილას დაასვენეს ქვის ჯვარიც და აგებული იქნა უძველესი ტაძარიც, რომელიც დღეისათვის აღარ არის შემორჩენილი.

სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერიფერიაზე მდინარე ძულუხურას ხეობაში საინტერესო ჩანძქერიან-ჭორომიანი მონაკვეთია, რაც ზაფხულის თვეში აქაური მოსახლეობისა და სტუმრებისთვის საუკეთესო დასვენების ადგილს წარმოადგენს. ხეობაში არსებული საავტომობილო გზიდან სამხრეთით დაახლოებით 200 მეტრში არის ღურღუშას ლამაზი ჩანჩქერი, რომელიც გამოირჩევა საინტერესო აუზით და დაახლოებით 10 მეტრი სიმაღლის ვარდნის ჩანჩქერით, მთავარი ნაკადის სამხრეთ-დასავლეთით არის გაედინება მდინარე, რომლის კალაპოტშიც არის დაახლოებით 8 მეტრიანი ჩანჩქერი.

ღურღუშას ჩანჩქერის სამხრეთით მელოურის მთაზე დგას მელოურის ციხე და XIV საუკუნის მელოურის ეკლესია. მელოურის ციხის სიმაღლე ზღვის დონიდან 461 მეტრია, ხოლო მდინარიდან შეფარდებითი სიმაღლე 180 მეტრია, მდინარის ხეობიდან საფეხმავლო მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 800 მეტრს შეადგენს, ციხე ძალიან არის დაზიანებული, კედლებიდან ჩამოშლილი დუღაბის ფრაგმენტები მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება. ყველაზე კარგად შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთი კედელი, ციხის კედლების სიმაღლე 7-8 მეტრამდეა, რომლის კედლები აგებულია კონგლომერატებით და მსხვილი კლდოვანი ქანებით. ციხესიმაგრის ფართობი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მთლიანი 23 სიგრძე, ხოლო სიგანე დაახლოებით 22 მეტრს შეადგენს. ციხის კომპლექსში, აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ტაძრის ფრაგმენტები და მრგვალი კოშკის ნაშთები. ციტადელში სხვადასხვა დანიშნულების სათავსები იყო მოთავსებული. ციხიდან მდინარისაკენ გვირაბი მიემართებოდა.

ძეგლის სამხრეთით შედარებით კარგად არის გამოსახული სახნავ-სათესი სავარგული, აგრეთვე ეს ადგილი უნდა ყოფილიყო დასახლებულიც, ციხიდან საინტერესო ხედები იშლება, როგორც მდინარე ძულუხურას ხეობაში არსებულ, ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეზე მდებარე სოფლების ძულუხურისა და რომანეთის, აგრეთვე კარგად მოჩანს სამხრეთით მდებარე აჭარა-იმერეთის ანუ მესხეთის ქედის განშტოების ლაბოროტის ქედის მთა ცხაპატურისთავის (ზღვის დონიდან 2152 მეტრი) ჩრდილოეთი ფერდობები და მდინარე სულორის სათავე. ამ მიმართულებით ხშირად ხდებოდა მტრის ჯარების გადაადგილება, ამ ციხესიმაგრეს ქონდა სასიგნალო ფუნქციაც, შემოსევების დროს ცეცხლის დანთებით აწვდიდა ინფორმაციას, ვანის მუნიციპალიტეტში არსებულ ციხესიმაგრეებს, რომლებიც თავის მხრივ კოლხეთის ციხესიმაგრეებს აფრთხილებდა შესაძლო თავდასხმების შესახებ.


ნანახია: 957-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
იმერეთის ერთ-ერთი საინტერესო ადგილის ისტორია რუბრიკაში 'ჩემი იმერეთი'.

ამინდი