Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება გზის მშენებლობაზე, რომლითაც ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს შორის მანძილი მხოლოდ 9 კილომეტრი ხდება

თარიღი : 12-09-2019, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, მდ. მეჭიაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, კიუვეტების, გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.

აღნიშნული სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეებთან ბაქარ ჭეიშვილთან და მურთაზ ხარჩილავასთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონთან მისვლა მხოლოდ 9 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

პროექტის ღირებულება 16 541 661 ლარია.


ნანახია: 296-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 527 089 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი