Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სავალალო და ღია მდგომარეობაში მყოფი ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი დგას კორპუსთან, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და თამაშობენ,'-სამტრედიაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

თარიღი : 12-09-2019, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა საფრთხისშემცველ პირობებში იმყოფება. ადგილობრივებს საფრთხეს კორპუსთან მდგარი, ღია მდგომარეობაში მყოფი ელექტროენერგიის გადამცემი ტრანსფორმატორი უქმნის.

"აქედან ეძლევა და ნაწილდება ელ.ენერგია მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებზე, სადაც შესახლებული არიან და ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები. აღნიშნული ელ.ტრანსფორმატორი არის სავალალო მდგომარეობაში, არის სრულიად ღია და საფრთხის შემცველი, ასევე არის იმის საფრთხე, რომ სადგამზე დენი გადავიდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ და თამაშობენ იმ ეზოში, სადაც ეს ელ.ტრანსფორმატორი დგას. შეაკეთონ და უსაფრთხო ადგილას გადაიტანონ, რომ რაიმე უბედურება არ მოხდეს,"- აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობის პრობლემაზე საუბრობს სამტრედიის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი "ენერგო პრო ჯორჯია"-ს სამტრედიის მომსახურების ცენტრს ზომების დროულად მიღებისკენ მოუწოდებს.


ნანახია: 135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
20 წელზე მეტია, ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამტრედიაში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში არსებულ პირობებს გაუსაძლის უწოდებს და თავშესაფარში
ცხრასართულიან კორპუსში შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის,
არსებული მდგომარეობით შეშინებული იძულებით გადაადგილებული პირები შველას ითხოვენ.
ადგილობრივები ქვეწარმავლებთან ბრძოლაში დახმარებას ითხოვენ.

ამინდი