Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის მოსახლეობა ხელისუფლებას ორი წლის წინ, საარჩევნოდ სანახევროდ დაგებული გზის დასრულებას სთხოვს

თარიღი : 12-09-2019, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიაში მოსახლეობა ხელისუფლებას ორი წლის წინ, წინასაარჩევნოდ დაწყებული საქმის გაგრძელებას სთხოვს. საქმე ეხება წინსვლის ქუჩას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სამტრედიის ორ დიდ უბანს- ნაფაღაურს და ნაჩხატაურს. ასევე ამ ქუჩაზე მდებარეობს სამტრედიის #7 საჯარო სკოლა.

მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ქუჩის ნახევარზე ორი წლის წინ (არჩევნებამდე) დააგეს ასფალტის საფარი, მას შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას გზის დაგებას ჰპირდება, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება.

"აღნიშნული ქუჩის გასწვრივ გასაწმენდია და ზოგ ადგილას გასაჭრელია ქუჩის გასწვრივ მდებარე საწრეტი არხი, რომელიც უხვი ნალექის შემთხვევაში მთლიანად ივსება და წყალი გზაზე გადმოდის, ასევე შედის ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში. უგზოობუის სკოლის მიმართულებით გადაადგილება ძალიან უჭირს მოსწავლეებს ორივე უბნიდან. მომზადდა და შეტანილი იქნა მოსახლეობის ერთობლივი წერილი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე და ადგილობრივები ითხოვენ დახმარებას აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში,"- ამბობს სამტრედიის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობი"-დან აკაკი მინაშვილი.


ნანახია: 149-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოსახლეობის განცხადებით, წლებია აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი არ არსებობს, რის გამოც ეზამთარში გადაადგილბა შეუძლებელია როგორც
მოსახლეობა განმარტავს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგებას საჭიროებს, თუმცა საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან
სოფელ ტოლებში მდინარე ხევისწყალას ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისში, ლერმონტოვის ქუჩაზე მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ადგილზე არსებულ

ამინდი