Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში აგვისტოს ომის გმირი შმაგი კუპატაძე გაიხსენეს

თარიღი : 11-09-2019, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
11 სექტემბერს, შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის დაბადების დღეა.

ჭიათურის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომის გმირის, შმაგი კუპატაძის ხსოვნას პატივი მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს, აგვისტოს ომის ისტორია გაიხსენეს და შინდისის გმირების ღვაწლზე ისაუბრეს.

დღესვე შმაგი კუპატაძის საფლავზე მამა ამირან მოდებაძემ პანაშვიდი გადაიხადა.

შმაგი კუპატაძე 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს ბრძოლა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გმირული ფურცელია.


ნანახია: 100-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებსაც მიულოცეს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცა.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.

ამინდი