"ვპირდებით ხელისუფლებას, თუ 'ტორპედო' არ იქნება, არც ისინი იქნებიან"
თარიღი : 11-09-2019, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხმაურია ამ წუთებში ქუთაისის მერიასთან, სადაც საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს გულშემატკივრები არიან შეკრებილი. ისინი ქალაქის ხელისუფლებასთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.
გულშემატკივრები აცხადებენ, რომ "ტორპედო", რომელიც დაღუპვის პირას არის, უნდა გადარჩეს, ხოლო თუ დაიღუპება, ვერც ხელისუფლება გადარჩება.
"მერიამ თუ გადაიბარა კლუბი, უნდა ადგეს და ფეხბურთელებს ხელფასები გადაუხადონ. თუ "ტორპედო" არ იქნება, ვპირდებით ამათ, რომ არც ესენი არ იქნებიან,"-ამბობენ გულშემატკივრები.