Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში 200-მდე სკოლის რეაბილიტაციაზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება

თარიღი : 10-09-2019, 15:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და ბესიკ გოფოძე, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებს შეხვდნენ. მხარეებმა 2019 წელს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე, ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. აღნიშნული საკითხი რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მაქსიმუმი კეთდება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის.

იმერეთის რეგიონში სულ 200-მდე სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება. სკოლებში შენობების გადახურვები ხორციელდება, ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს, ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები.


ნანახია: 131-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით

ამინდი