Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან წყალი დანაყა

თარიღი : 10-09-2019, 12:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის წინ, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ წყალი დანაყა. წულაიამ აღნიშნული აქცია-პერმომანსით ქუთაისის მერიის მიერ, ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის ავტომობილის ჩუქება გააპროტესტა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაუშვებელია ქალაქის ქონება მერმა ერთპიროვნულად განკარგოს.

“მერიასთან სიმბოლურად წყალი დავნაყე, რადგან როგორც წყლის ნაყვა არ არის შედეგის მომტანი, ასეთივე უშედეგო ხელისუფლებისთვის ჩემი ბრიფინგები. თითქოს გადასაყრელი გვქონდეს ქონება, ისე ვაჩუქეთ ჭიათურას უახლესი მოდელის ავტომობილი. მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ასე როგორ გეზიზღება ქუთაისი, რომ მერად ბრიყვი პოლიტიკოსი დაგვისვი?!”-აცხადებს წულაია.

ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებს არ პასუხობენ.


ნანახია: 333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.
წულაიას ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
წულაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისს დასცინა, მან კი აღნიშნული ფორმით თავად ივანიშვილს დასცინა.

ამინდი