Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კამპანიას 'მარში კლიმატისთვის' ახალგაზრდები რეგიონებიდან უერთდებიან

თარიღი : 9-09-2019, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
RICDOG კამპანიას "მარში კლიმატისთვის" წყალტუბოს, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან ახალგაზრდები შეუერთდნენ.

ახალგაზრდებმა თავიანთ საცხოვრებელ არეალში უკვე ჩაატარეს დასუფთავების აქციები. აღნიშნული ეკო აქტივობებით ისინი ავტომატურად გახდნენ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული თამაშის "იაქტიურე კლიმატისთვის" მონაწილეები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი კამპანიაში ჩართვა და ამისთვის საჭიროა მსურველებმა თავიანთ საცხოვრებელ არეალში ე.წ. "მწვანე აქტივობები" განახორციელონ.

"უკვე სამი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები დაინტერესდნენ კამპანიით. ისინი თავიანთ საცხოვრებელ ტერიტორიაზე არა მხოლოდ ეკო აქტივობებს ატარებენ, არამედ აქტიურად ემზადებია 20 სექტემბრის მსვლელობაში მონაწილეობისთვის. აკეთებენ პოსტერებს, პირადი გვერდიდან მოუწოდებენ სხვებს ჩაერთინ მარშში. ძალიან სასიამოვნოა ახალაგზრდების ინტერესი კლიმატური ცვლილებებისადმი. შემოგვიერთდით და ერთად მოვუწოდოთ მსოფლიო ლიდერებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები რეალური და ხელშესახები ცვლილებების მისაღწევად", - ამბობს ეკატერინე მარუქაშვილი, RICDOG გენერალური მდივანი.

მსვლელობა "მარში კლიმატისთვის" 20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისში გაიმართება და მასში 500-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.


ნანახია: 353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზატორები გაავრცელებენ მიმართვას იმ მიზნისთვის, რომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა
კლიმატის წვეულების მიზანი იყო მასში ჩართულ პირებს ყურადღება კლიმატის ცვლილებებზე გაემახვილებინათ.
პროექტის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების

ამინდი