Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: პრიორიტეტულია, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, დროულად და ხარისხიანად შესრულდეს

თარიღი : 9-09-2019, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-8 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, ქუჩაზე ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია არ დაგებულა, შესაბამისად გართულებული იყო გადაადგილების პროცესი.

"ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგებას. ამ ეტაპზე გზის ასფალტის მეორე ფენა იგება. მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილე იუზა უგულავასთან და ვაკისუბნის მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად დაათვალიერა. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-8 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 235 ათასი ლარი გამოიყო,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა აღნიშნული გზის მონაკვეთის მოწესრიგებას. ადგილზე გართულებული იყო გადაადგილება როგორც ავტომანქანებისთვის ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. რეაბილიტაციის პროცესში გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, რათა უხვი ნალექის დროს დატბორვის საფრთხე არ შეიქმნას და ასევე სრულად იცვლება ასფალტის საფარი. პრიორიტეტულია, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, დროულად და ხარისხიანად შესრულდეს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში თაბუკაშვილის 221 ნომერთან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა.

ამინდი