Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, მუშებისათვის ხელფასების გაუცემლობის მიზეზით შეჩერებული მოედნის რეაბილიტაცია განახლდა

თარიღი : 9-09-2019, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია განახლდა.

მთავარი მოედნის რეაბილიტაციაზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „ბილდმორთან“ გააფორმა.

სამშენებლო კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე განაახლა. სახელშეკრულებო ვალდებულების გათვალისწინებით შპს „ბილდმორი“ ცენტრალურ მოედანზე 557 177 ლარის სამუშაოებს შეასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ცენტრალურ მოედანზე, ავტო საგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80 დღეში უნდა დაასრულოს.

ცნობისთვის, ზესტაფონის მთავარი მოედნის რეაბილიტაცია მას შემდეგ შეჩერდა, რაც სამუშაოებზე პასუხისმგებელმა კომპანიამ მუშები ხელფასების გარეშე დატოვა.


ნანახია: 286-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
"კომპანია "მშენებელი 2011", რომელსაც ქუთაისში სრული რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა, ამ დრომდე 620 120 ლარითაა დაჯარიმებული"-.
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წყლის მიწოდების გრაფიკი 1600 ოჯახს გაუუმჯობესდება.

ამინდი