Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კოსმეტიკურ საშუალებებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

თარიღი : 9-09-2019, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
არასამათავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შეძენილი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების 35 სახეობიდან, 5 ნიმუშში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა.

მათი განმარტებით, აღმოჩენილი პარაბენების გამოყენება ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში აკრძალულია.

„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში“, - აღნიშნულია momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, მავნე ნივეთიერება აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“ - L'Oreal Co
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy - Quimi Romar S.L.U
თმის საღებავი CLAIROL - Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati
ფრჩხილის ლაქი Olivia - Orkide Cosmetics
თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline - Bell Cosmetics

„ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ნანახია: 224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სათამაშოები, რომლებიც ევროკავშირმა სახიფათოდ მიიჩნია.
საუბარია ძირითადად დასავლეთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. აღნიშნულ მონაცემებს Momxmarebeli.ge აქვეყნებს.
დამტკიცდა, რომ რისკი მინიმუმ 14%-ით იზრდება, თუ ქალი წელიწადში 6-ჯერ იღებავს თმას. კიბოს განვითარების ალბათობა იზრდება თმის
ბიო ანუ სპაისი ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებებს მიეკუთვნება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე და საშიში მოქმედების გამო მსოფლიოს

ამინდი