Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერბატორის თასის მფლობელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი გახდა

თარიღი : 9-09-2019, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. ფინალში ბაღდათის მუნიციპალიტეტმა სამტრედიის გუნდი 2:0 დაამარცხა და რეგიონის მასშტაბით პირველობა მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცა.

ფინალურ თამაშს რწმუნებულის მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი, ბესიკ გოფოძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ტურნირის ჩატარების ინიციატივა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

ტურნირში 12-ვე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. ინიციატივა ტრადიციად იქცევა და მომავალ წელსაც აიღებს სტარტს.


ნანახია: 180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ფეხბურთში უბნებს შორის ტრადიციული ტურნირი დასრულდა.

ამინდი