Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მეც და ჩემი ოჯახი ისე გამომიყვანეს მდგომარეობიდან, მოძღვარი და უახლოესი მეგობრები რომ არა, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი,'-რა ინიციატივით გამოდიან ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები

თარიღი : 8-09-2019, 20:19 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ვფიქრობ, მისაღებია კანონი, რომელიც დასჯის ადამიანს-
სხვა ადამიანის შეურაცხყოფამდე გამოწვევისა და მის აგრესიამდე მიყვანისთვის!"-ასე ეხმიანება თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და დეპუტატ ემზარ კვიციანის ქმედებებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი.

ალეკო ახალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კვიციანი აგრესიამდე სწორედ სამოქალაქო აქტივისტებმა მიიყვანეს.

"ხელისუფლება იძულებულია ქვეყანა "ნაცების"მიერ დანაღმულ ველზე ატაროს! გახარიას მთავრობა დაასრულებს განაღმვას და"ნაცებს",-წერს ახალაძე.

დეპუტატის განცხადებას ქუთაისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ნანა კოსტავა ეხმიანება.

"მეც ისე გამომიყვანეს მდგომარეობიდან და ჩემი ოჯახი, რომ მოძღვარი და უახლოესი მეგობრები რომ არა თქვენი თაოსნობით ბატონო ალეკო, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი!"-ამბობს ნანა კოსტავა.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა.


ნანახია: 1611-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო კვიციანის მხარდამჭერებმა აქცია დღეს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართეს.

ამინდი