Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

' უსამშობლო და უღმერთო ავაზაკებმა, დახიეს და დაფხრიწეს ტილოზე დაბეჭდილი სათაყვანო პოეტების სურათები,'- ვანდალიზმი ქუთაისში

თარიღი : 8-09-2019, 19:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანდალიზმი ქუთაისში- მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში უცნობმა პირებმა ცისფერყანწელთა ხეივანი დააზიანეს. კერძოდ, პარკის დირექტორის გიზო თავაძის თქმით, დახეულია ტილოზე დაბეჭდილი პოეტების სურათები.

"ქუთაისი რომ "ცისფერყანწელთა" ქალაქია, ყველა წიგნიერმა იცის. "ცისფერყანწელებმა," თავის დროზე, გადატრიალება მოახდინეს და ახალ რელსებზე დააყენეს ქართული პოეზია (თავადაც ევროპულ და რუსულ სიმბოლიზმს დაესესხნენ).

ხუთი წლის წინათ კი, პარკში, "ცისფერყანწელთა" ხეივანი გავხსენით, 13 გვარ-სახელი ამოვაქარგეთ დაფას (ლიტერატურის პეტაგოგები, აქ, ღია გაკვეთილებს ატარებენ...) ასევე ავღმართეთ, დიდი, სურათებიანი "ბანერი" ( პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გოგლა ლეონიძე) და გვიხაროდა, რომ საქართველოში ერთადერთი "ცისფერყანწელთა" ხეივანია და ისიც ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში (ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანიც აქაა და ისიც ერთადერთია!..)

ორი დღის წინათ, უსამშობლო და უღმერთო ავაზაკებმა, დახიეს და დაფხრიწეს ტილოზე დაბეჭდილი სათაყვანო პოეტების სურათები (როგორ მოახერხეს, სამი მეტრის სიმაღლეზე!..)

მეცოდებიან ისინი, ამ ბარბაროსობის ჩამდენები, მათი ოჯახები, მათი მომავალი მეუღლეები, მათი შვილები და შთამომავლობა, თორემ, ამ სურათს, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც აღვადგენ,"- ამბობს გიზო თავაძე.


ნანახია: 1112-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უახლოეს ხანში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს ასევე ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი შეემატება.
ღონისძიება მიმდინარე წლის 16 ივნისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
ასევე, მოხდა ფოტო ალბომის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ ენერგიის დამზოგავ ველოსიპედთან საინფორმაციო სტენდი და ინსტრუქციის დაფები
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან 25-სართულიანი კორპუსი აშენდება.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან 25-სართულიანი კორპუსი აშენდება.

ამინდი