Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენის მიზნით გამართული კონკურსის მომდევნო ეტაპზე 8 წლის ქუთაისელი ბარბარე მოდებაძე გადავიდა

თარიღი : 8-09-2019, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე, მომდევნო ეტაპისთვის ცნობილმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ქუთაისელი ბარბარე მოდებაზე შეარჩია. 8 წლის ბარბარე ქუთაისის #1 სამუსიკო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა (პედ. მზია ქორიძე).

მოსმენა–კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის, ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების – მ. ბალანჩივაძის სახ. # 1 და ზ. ფალიაშვილის სახ. #2 სამუსიკო სკოლების აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ. ყველა მათგანმა პიანისტისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა, ხოლო მომდევნო ეტაპზე ბარბარე მოდებაძე გადავიდა .

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენა და მათი კარიერული წინსვლისთვის ხელშეწყობაა. გასულ წელს კონკურსზე ქუთაისიდან ასევე #1 სამუსიკოს აღსაზრდელი ლიზი მეგრელიშვილი შეირჩა, რომელმაც მოგვიანებით პარიზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ბათუმი ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ "ლირას“ ორგანიზებით მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს წელს უკვე მეშვიდეთ მასპინძლობს. იგი 1-ელ სექტემბერს გაიხსნა და 10 სექტემბერს ფინალური კონცერტით დაიხურება.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელმაც სამჯერ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი.


ნანახია: 594-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება.
ქალაქის მერმა გაერთიანების ფილიალების მოსწავლეებს, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული შედეგებისათვის წლის
პატარა პიანისტი უკვე არაერთი წარმატებისა და პრიზის მფლობელია.
აღნიშნული ვარსკვლავი სამუსიკო სკოლამ ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და ნოვატორული ექსპერიმენტისათვის დაიმსახურა.

ამინდი