Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მინდა ხონის მოსახლეობას მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სამუშაო ადგილები და პერსპექტივა დავუტოვო,'-მერი, რომელიც ხალხის დავალებებს ასრულებს

თარიღი : 7-09-2019, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ორი წელია, რაც ხალხის დაკვეთით, მოსახლეობის დავალებებს ასრულებს. თვლის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად კომუნიკაციაში უნდა იყოს საკუთარ მოქალაქეებთან და მართვას კაბინეტიდან არ უნდა ახორციელებდეს.

სწორედ ამიტომ, ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის ყოველი სამუშაო დღე მუნიციპალიტეტისათვის საჭირო პროექტების მოსახლეობასთან ერთად დაგეგმვით, განხილვით და გადაწყვეტით იწყება.

მიმდინარე წელს ხონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. როგორც თავად ამბობს, პროექტები საზოგადოების ყველა სეგმენტს ეხება. მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, ამბულატორიებისათვის ახალი შენობების მშენებლობა და უკვე არსებულის გარემონტება, სოფლებსა თუ ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სტიქიის პრევენციის სამუშაოები და სოფლის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.

ლადო ჯურხაძე თვლის, რომ რომ მისი, როგორც მერის მიზანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არაა. ცდილობს, რომ საკუთარ გუნდთან ერთად და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ხონის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუჯობესებაზეც იზრუნოს. კერძოდ, ინვესტორებთან აქტიური კომუნიკაციით, კერძო სექტორში სამუშაო ადგილები შექმნას და მერობის ვადის გასვლის შემდეგ, ხონსა და მის მოსახლეობას მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სამუშაო ადგილები, იმედი და პერსპექტივა დაუტოვოს.

„როდესაც მერი აღარ ვიქნები, ხალხმა უნდა შეაფასოს ჩემი საქმიანობა, თუმცა მე კონტაქტს და მოსახლეობასთან შეხვედრებს არც ამის შემდეგ შევწყვეტს. ხონის მოსახლეობას ბევრ სიახლეს და სასიკეთო ცვლილებას ვპირდებით,“- ამბობს ლადო ჯურხაძე.


ნანახია: 732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლადო ჯურხაძე ამომრჩეველს არსებულ პრობლემებზე, სამოქმედო გეგმასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
ხონის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან იმ სხვა პრიორიტეტულ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელება მომავალშიც
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ამინდი