Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘უნდა დავამტკიცოთ რომ ქუთაისი უძველესი ქალაქია,’- ქუთაისში, გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები და თავდაცვითი თხრილები აღმოაჩინეს

თარიღი : 6-09-2019, 21:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები და თავდაცვითი თხრილები აღმოაჩინეს. არქეოლოგიური კვლევა-ძიება ქუთაისის მე-20 სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და უქიმერიონის გორაზე 2 კვირის წინ დაიწყო.

ექსპედიციის მიზანი ძველი პერიოდის ქალაქის კონტურების დადგენაა, რაც ქუთაისის, როგორც უძველესი ღირებულებების მქონე ქალაქის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ექსპედიცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ვარაშავის უნისვერსიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს სამუშაოები უქიმერიონის გორასა და მე-20 სკოლის ეზოში, გაბაშვილის პარკის გვერდით. ორი კვირის დაწყებული გვაქვს არქეოლოგიური სამუშაოები, ჯერჯერობით გვიანი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები ჩანს, ასევე თავდაცვითი თხრილები, რომლის შესწავლაც დასრულებული არ გვაქვს. სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ახალი მასალების მოგროვებით გვსურს იუნესკოში ნომინაციის გამყარება. უნდა დავამტკიცოთ რომ ქუთაისი უძველესი ქალაქია,”-აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი როლანდ ისაკაძე.


ნანახია: 527-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.
ომარ ლანჩავას წიგნის გამოცემა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა.

ამინდი