Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ზაალ ჩაჩავა უარს ამბობს ვალის აღიარებაზე, ჩინელებმა გადამაგდესო,'- ქუთაისის მერია 'ტორპედოს' ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის

თარიღი : 6-09-2019, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია ქალაქის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს დაბრუნების მიზნით დოკუმენტებს ამზადებს. მანამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კლუბში აღმასრულებელ დირექტორად თეიმურაზ ჩეჩელაშვილი დანიშნა.

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ "ტორპედო"-ში მძიმე მდგომარეობაა. ირკვევა რომ ყოფილი ფეხბურთელების გარდა, კლუბს არც ახალი ფეხბურთელებისათვის აქვს გადახდილი ხელფასები. გარდა ამისა, კლუბს გააჩნია ბანკის ვალიც.

"დღეს მოვედი "ტორპედო"-ში და ვსწავლობ მდგომარეობას. დაახლოებით 2 მილიონია ვალი, რომელიც კლუბს აქვს. ყოფილი პრეზიდენტი ვალის აღიარებაზე უარს აცხადებს. მერიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ჩინელებმა გადამაგდესო. ჩინურ კომპანიას, რომელმაც კლუბის წილი შეისყიდა, თანხა უნდა გადაეხადა და არ გადაიხადაო. რადგან ვალის აღიარება არ ხდება, ამიტომ მერია სასამართლოს მიმართავს,"- ამბობს თეიმურაზ ჩეჩელაშვილი.

ცნობისთვის, ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა. ინვესტორმა მაშინ ვალდებულება აიღო, რომ 2017 წლის ბოლომდე პირდაპირი ინვესტიციის სახით კლუბში 500 000 ლარი, ხოლო 2018 წელს - მინიმუმ 1.5 მილიონი ლარი ჩაედო.


ნანახია: 493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინვესტორმა ვალდებულება აიღო 2017 წლის ბოლომდე პირდაპირი ინვესტიციის სახით კლუბში 500 000 ლარი ჩადოს, ხოლო 2018 წელს - მინიმუმ 1.5
ვიცე-მერის თქმით, უმჯობესია კლუბს კერძო მეპატრონე ჰყავდეს.
აღნიშნულის შესახებ 'გირჩი'-ს იმერეთის ორგანიზაციაში აცხადებენ.
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე ამბობს, რომ კლუბს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს.

ამინდი