Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

15 თვეში უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი შევიდა

თარიღი : 4-09-2019, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
15 თვეში უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოწერილი ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი შევიდა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მცირე თანხა ბიუჯეტში 2018 წლის აპრილში შევიდა და 8 411 ლარი შეადგინა. თუმცა მომდევნო თვეში ბიუჯეტში გადახდილი თანხის რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა და უკვე მაისში უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებული სამართალდარღვევების საფუძველზე გადახდილმა თანხებმა 38 246 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წლის ივნისში დაფიქსირდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ჯარიმების შედეგად ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 172 947,5 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სამართალდარღვევების სახეობებს, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად უკონტაქტო პატრულირების შედეგად დგომა/გაჩერების წესების დარღვევა ვლინდება, რისთვისაც ადმინისტრაციული სახდელი 10 ლარს შეადგენს. კერძოდ, 15 თვის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის გამო 92 965 ჯარიმა დაიწერა. 10 ათასზე მეტი სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისთვის. გარდა ამისა, უკოტაქტო პატრულირების შედეგად 15 თვეში შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 3 262 პირი დაჯარიმდა, ხოლო 31 სამართალდარღვევის ოქმი შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის გამოიწერა.


ნანახია: 68-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეს თანხა ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე წლის 7 თვეში ჩაირიცხა.
მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო
აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის კი 669 მძღოლმა ბიუჯეტში ჯამში 1 003 000 ლარი გადაიხადა.
აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.

ამინდი