Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავადმყოფებითა და მოხუცებით შენარჩუნებული სოფელი ხარაგაულში

თარიღი : 27-08-2013, 14:34 | კატეგორია: სტატიები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ დეისში მცხოვრები 60-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. სოფლისათვის მთავარი პრობლემა უგზოობაა, რადგან ცენტრიდან სოფლამდე მისასვლელი გზა კატასტროფულ მდგომარეობაშია. უგზოობას ისც ემატება, რომ სოფელში პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენი მაღაზია არ არსებობს.
სოფელ დეისის მკვიდრი, 84 წლის მერი ლაცაბიძე ამბობს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალოისწინებით, აღარაფრის იმედი აქვს.
"დეისში ძირითადად მოხუცები და ავადმყოფები ვართ დარჩენილები, რომლებსაც წასასვლელი არსად გვაქვს, ჩვენ რომ ამ ტყეს ვიცავთ, არ ვაზიანებთ არ უნდა შეგვცივდეს. ეზოში ჩემი ხნის ხეები ყველა მოვჭერი. არ მინდა ახალგაზრდა ხეებმაც მათი ბედი გაიზიარონ. აღარაფრის იმედი არ მაქვს,"-ამბობს მერი ლაცაბიძე.
სოფლის მაცხოვრებლები დეისში არსებული მძიმე სოციალური ფონის შესახებაც საუბრობენ და აქვე აღნიშნავენ, რომ უგზოობისა და ტრანსპორტის არარსებობის მიზეზით ხშირად ხარაგაულში ჩასვლასა და შემწეობის მისაღებად სოციალურ სააგენტოში მისვლას ვერ ახერხებენ.
„ზამთარში ხომ სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს. მთლიანად ღვთის ანაბარად ვართ დარჩენილები, რადგანაც საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარება ჩვენთან მოსვლას ვერ შეძლებს. მადლიერი ვართ სოფლსი ექიმის, რომლის გარეშეც ალბათ გაგვიჭირდებოდა,“ - ამბობენ მოხუცები.
დეისელთა პრობლემებს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე გაეცნო. ებანოიძის თქმით, ისეთი სოფლები, როგორიც დეისია,ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ. მაჟორიტარი იმედოვნებს, რომ მომავალი შეხვედრისას მას ზუსტად ეცოდინება რა პრობლემის გადაჭრა შეეძლება ხელისუფლებას.
„მე, როგორც პარლამენტის წევრი ყველა ღონისძიებას გავატარებ, რათა მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შემსუბუქდეს,“- ამბობს ებანოიძე.


ნანახია: 2601-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულელები წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის მოტყუების პრაქტიკას აპროტესტებენ.
სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ებანოიძე, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბეში მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს.
სოფლის მკვიდრები გამოჩინებულის მოსახლეობისაგან დაცლის მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, 1970 -იან წლებში სოფელში მეწყერი ჩამოწვა
მშივრები ვიხოცებით. საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობთ, ისედაც შიშსა და ტერორში ვართ, ამათმა კიდევ სოციალური შემწეობა მოგვიხსნეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მოსახლეობის ნაწილი წლებია წყლისა და გზის გარეშე ცხოვრობს.

ამინდი