Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ორი თვის წინ ძროხა გავყიდე, 1200 ლარი ავიღე, ალბათ იმ ფულს ეძებდნენ,'-თერჯოლის სოფელში მომხდარი სასტიკი ყაჩაღობის დეტალები

თარიღი : 2-09-2019, 17:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ბარდუბანში მოხუცების დაყაჩაღებისა და მათი ცემის საქმეზე სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

გურჯიძეების ოჯახს, სადაც ორი ასაკოვანი და და ასევე, ასაკოვანი ძმა ცხოვრობს, თავს სამი პირი დაესხა.

89 წლის გენად გურჯიძე ყვება, რომ დაახლოებით ღამის ათ საათზე მის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და მოხუცებისგან ფული- 1000 ლარი მოითხოვეს.

"ძაღლმა დაიყეფა და გარეთ გამოვედი. ძაღლი ტყუილად არ დაიყეფებდა. თან წალდი მქონდა ხელში, მეთქი ალბათ სხვისი საქონელია-თქო. ეზოში არაფერი იყო, ისევ სახლში შევედი. სახლის კარი არ იკეტება კარგად, წალდს ვუტნევ შიგნიდან და კარს რომ ვკეტავდი, ამ დროს ვიღაცამ ფეხი მოარტყა კარს, კარი ჩალეწა და სახლში შემოიჭრნენ. ფულს ეძებდნენ. ორი თვის წინ ძროხა გავყიდე 1200 ლარად, მაგრამ ფული ხელოსანს მივეცი, რომ ოთახი მოეწყო. რას ვგავართ აქ, რანაირად ვცხოვრობთ. სახლში ყველაფერი გადმოყარეს, გამწარებული ეძებდნენ ფულს. ორი იყო სახლში და მესამე გარეთ ელოდებოდათ. ფული რომ ვერ ნახეს, მერე სულ წიხლებით გვირტყეს. ჩემი და, რომელიც ლოგინში წევს და ავადმყოფია, არც ის დაინდეს და ძირს გადმოაგდეს,"- ამბობს გენად გურჯიძე.

თავდამსხმელებმა ნაცემი გურჯიძეები მას შემდეგ დატოვეს, რაც გაიგეს, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეზობლის დასაძახებლად სახლიდან გაიპარა.

"ოთახში ყველაფრის გადმოყრა რომ დაიწყეს, ჩემმა დამ არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ მეზობელთან გაიპარა. მეზობელი ჩვენგან 300 მეტრშია. ღელე-ღელე იარა, ჭიშკართან რომ დაენახათ, მოკლავდნენ. იქედან დარეკეს ცხელ ხაზზე და მერე ყველა მოვიდა,"- ამბობს გენად გურჯიძე.

მომხდარის შემდეგ გურჯიძეებთან სამი მუნიციპალიტეტის-თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 30 აგვიასტოს მომხდარ შემთხვევაზე ძალოვნებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნანახია: 648-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"როგორც კი შემოვარდნენ და მოითხოვეს ფული, ჩვენ მაშინვე მივეცით, რაც გაგვაჩნდა, თუმცა ამან არ დააკმაყოფილა. გაკოჭეს ოჯახის
ავტომატებით შეიარაღებული პირები ხარაგაულის რაიონში მცხოვრებ 80 წლის მარტოხელა გივი მაჭავარიანს დილის საათებში საცხოვრებელ სახლში
ქუთაისში თურქეთის ოფისი დააყაჩაღეს. ორი პირი ოფისში დღის მონაკვეთში, დაახლოებით 16:00 საათზე შევიდა.
75 წლამდე მამაკაცს სახლში ცივი იარაღით შეუვარდა და ფული მოსთხოვა, თუმცა მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია.
მოხუცის ცხედარი მეზობლებმა რამდენიმე დღის შემდეგ სახლში ნახეს.

ამინდი