Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეგულაცია, რომელიც პირველი სექტემბრიდან ყველა დამსაქმებელს ეხება

თარიღი : 1-09-2019, 10:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" 1 სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.

დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აუციელებელია ქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.

აკრედიტებული ორგანიზაციების ჩამონათვალი იხილეთ: https://www.moh.gov.ge/ka/727/.


ნანახია: 1908-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულს 'შრომის უსაფრთხოების შესახებ' კანონი ითვალისწინებს, რომლის სანქციების ნაწილი ძალაში მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან
სამტრედიის რკინიგზაში საწარმოოს პროცესის დროს მუშაო დაიღუპა.
მიმდინარე წლის განმავლობაში შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაექვსია.
იყო თუ არა დაცული ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები, აღნიშნულს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები სწავლობენ.

ამინდი