Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შედეგები მოყვება სამთავრობო გუნდის მოსახლეობასთან შეხვედრებს

თარიღი : 31-08-2019, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამთავრობო გუნდთან შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით რიგი საკითხები უკვე გადაიჭრა და გარკვეულწილად სამუშაოებიც ჩატარდა.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიმის მაცხოვრებლებმა ხელისუფლებას რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება თხოვეს, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტად სარწყავი არხის რეაბილიტაცია დაასახელეს. პრობლემის მოსაგვარებლად აღნიშნულ სოფელში სამუშაოები უკვე დაიწყო და მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო. სოფელ დიმში სარწყავი არხის მოწესრიგების დასრულების შემდეგ მოსახლეობას სამეურნეო მიწის ფართობებისთვის წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მათ მიერ დასახელებული საჭიროებების მოგვარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაგეგმილია პრიორიტეტების გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში,"-აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.


ნანახია: 190-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შავლეგო ტაბატაძე იმერეთის რეგიონის 554-ვე სოფელში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ჭიათურის შემდეგ გუბერნატორი

ამინდი