Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაზე ესაუბრა განათლების მინისტრის მოადგილე ხარაგაულის სოფლების მოსახლეობას

თარიღი : 31-08-2019, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაიმართა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე, იმერეთის გუბერნატორთან, ზვიად შალამბერიძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, სოფლებში ზვარე, ვარძია და ვერტყვიჭალაში ჩავიდა.

შეხვედრაზე გიორგი ვაშაკიძემ მოსახლეობას განათლების სფეროში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების ზრდასთან, სკოლების ინტერნეტიზაციასთან, სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დაფინანსებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სასკოლო ინფრასტრუქტურისთვის 410 000 ლარი გამოეყო, რომელიც ათ სკოლაზე გადანაწილდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკვე ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაწყებულია 150 ბავშვზე გათვლილი კიცხის საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობა (ღირებულება 2 470 043 ლარი). ყველა სკოლას, სადაც ამის საჭიროებაა ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი.

რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი ჯერ კიდევ არსებული პრობლემების გაცნობა და მათი მთავრობის მიერ 2020 წლისთვის გადასაჭრელ საკითხთა ნუსხაში ასახვაა.


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს განათლების მინისტრმა ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში

ამინდი