Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვახანლობა,'-სახალხო დღესასწაული ხარაგაულის სოფელში

თარიღი : 30-08-2019, 19:55 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აგვისტოს ბოლოს, ტრადიციულად, ვახანის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, უკვე წლებია საერთო დღესასწაულის გარშემო ერთიანდება.

ამ დღეს სოფელი, ისე, როგორც არასდროს, ხალხმრავალი ხდება და სპორტული აქტივობების დაწყებას ყველა დიდი მოთმინებით ელოდება.

წელს „ვახანლობა“ (ასეც უწოდებენ ადგილობრივები) 30 აგვისტოს გაიმართა.

დილიდან შეიკრიბნენ ცხენოსნები დოღის დასაწყებად, რომელიც 4 კილომეტრიან დისტანციაზე გაიმართა. ზედიზედ მეორე წელია დოღში პირველ ადგილს არ თმობს გოგა ფერაძე, ფირნიშნთან რიგით მეორე ცხენოსანი, გიორგი ცუცქირიძე მივიდა, ხოლო მესამე ადგილი შმაგი ცუცქირიძემ დაიკავა.

დოღის შემდეგ სოფელში გაიმართა მერაბ არევაძის სახელობის ყოველწლიური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, სადაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სოფელში გამართულ სახალხო დღესასწაულს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კუტურის სამსახური და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.


ნანახია: 481-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვახანში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მერაბ არევაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. 
დოღში ხარაგაულის სოფლებიდან 35-მდე ცხენოსანმა მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.

ამინდი