Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო

თარიღი : 30-08-2019, 19:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე დღეში ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დასრულდება.

ტაბიძის ქუჩაზე უკვე მოეწყო და მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, სრულად გამოიცვალა სანიაღვრე არხი. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 მლნ ლარზე მეტითაა დაფინანსებული. რეაბილიტაციას კომპანია ,,პალადა" ახორციელებს.


ნანახია: 216-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში დუმბაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო.

ამინდი