Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში უკვე დაიწყეს ჩასვლა ბაყაყებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან"

თარიღი : 30-08-2019, 17:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისში მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ქუთაისის ტექნოლოგიირმა უნივერსიტეტმა მიიღო. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უკვე დაიწყეს ჩასვლა ბაყაყებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან! აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა რეკორდული რაოდენობა წელს სტენფორდის უნივერსიტეტიდანაა!"-წერს მაქარაშვილი.

"საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსში საპროექტო მასტაბით უკვე გათვლილია 15 000 სტუდენტზე. როდესაც ამ ნიშნულს მივაღწევთ, ტერიტორია და რესურსი საკმარისია შემდგომი გაფართოვებისთვის. რამდენი სტუდენტით დავიწყებთ - პირველი წლის აკადემიური რესურსი 2000 სტუდენტსაც გაწვდება, მაგრამ გამოცდები იქნება მკაცრი და იმედი მაქვს, რომ ამ რაოდენობის რეალური აბიტურიენტი გვეყოლება. უნივერსიტეტი ფართო საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს მიმდინარე წელს. როგორც დაგპირდით, როგორი ყალბიც იყო უტიფრების მხრიდან მტკიცება, რომ უნივერსიტეტი არ აშენდება, ისეთივე ყალბია, რომ მხოლოდ 3000-ზეა გათვლილი. ყველას გთხოვთ, ამ სიყალბის ტირაჟირებაში ნუ შეუწყობთ ხელს - ნებისმიერი აჟიოტაჟი უტიფრების ინტერესშია. მომდევნო კვირაში პირადად გავაკეთებ ბრიფინგს ამ თემებზე,“- აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ მურღულია.

ცნობისთვის, ბოლო დაპირებით, ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2020 წელს უნდა მიიღოს.


ნანახია: 837-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წლიდან უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს პირადად ბიძინა
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.

ამინდი