Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია 'ტორპედო'-ს იბრუნებს, კლუბის პრეზიდენტად კი ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს ნიშნავს

თარიღი : 30-08-2019, 15:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" კვლავ ქალაქის მერიას უბრუნდება.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტად ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თეიმურაზ ჩეჩელაშვილი ინიშნება.

ქუთაისის "ტორპედო" 2017 წელს აუქციონის გზით ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა, თუმცა მისმა საქმიანობამ კლუბი დაშლის პირას მიიყვანა. თუ ძველმა ფეხბურთელებმა "ტორპედო" სახელფასო დავალიანების მიზეზით დატოვეს, ცნობილი ხდება, რომ ხელფასი არც გუნდის ახალ ფეხბურთელებს მიუღიათ.

"მერიამ დაიწყო გუნდის დაბრუნების პროცესი. მე ვიქნები მერის ნდობით აღჭურვილი პირი "ტორპედო"-ში, ვიდრე გუნდის დაბრუნება მოხდება. ჯერ გუნდს ჰყავს პრეზიდენტი და მან ორშაბათამდე ითხოვა ვადა, რომ ფინანსური და სხვა საკითხები მოაგვაროს,"- ამბობს თეიმურაზ ჩეჩელაშვილი.


ნანახია: 895-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიაში იმედოვნებენ, რომ აუქციონის შედეგად კლუბი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდება.
განმეორებითი აუქციონის მოქმედების ბოლო ვადა 2017 წლის 16 ივნისის 15 საათია.

ამინდი