Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა საფრთხეს შეიცავს მორთულ-მოკაზმული ნამცხვრები

თარიღი : 25-08-2019, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ტკბილეულისა და ნამცხვრების გარეშე ბევრს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. საკონდიტრო ნაწარმი, განსაკუთრებულად მორთულ-მოკაზმული, მართლაც მადის აღმძვრელია.

თუმცა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, მოვერიდოთ ბრჭყვიალა და ფერადი გაფორმებებით დამშვენებულ საკონდიტრო ნაწარმს. მართალია, არსებობს საკვებად დაშვებული ბრჭყვიალებიც და სხვადასხვა გასაფორმებელი საშუალებებიც, მაგრამ საკონდიტრო ნაწარმი ზოგჯერ მავნე ნივთიერებებსაც შეიცავს. ამიტომაც, პროდუქციის შეძენამდე უმჯობესია საფუძვლიანად შევისწავლოთ, გულდასმით გავეცნოთ შეფუთვაზე მითითებულ წარწერას.

ჩვეულებრივ, ე.წ. საკვები დეკორი კეთდება შაქრის, მალტოდექსტრინის, სიმინდის სახამებლისა და საკვები საღებავებისგან, თუმცა, ჩამოთვლილის გარდა, თანამედროვე საკონდიტრო წარმოება უამრავ სხვა კომპონენტსაც იყენებს.

მედიკოსები გვირჩევენ, მეტი ყურადღება დავუთმოთ არა საკვების, მათ შორის ნამცხვრების მორთულობას, არამედ შემადგენლობას და შესაბამისად, სარგებლობას. რადგან ბევრი ინგრედიენტი, განსაკუთრებით მოსაკაზმად გამოყენებული, იწვევს თავის ტკივილს, ახდენს შაკიკის პროვოცირებას, მავნებელია ღვიძლისა და თირკმელებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა ალერგიული რეაქციის გამოწვევაზე.


ნანახია: 439-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ტრანსპორტის 111-მდე ახალი მოსაცდელის მონტაჟს შ.პ.ს ფორტუნა მედია განახორციელებს. ახალ მოსაცდელებზე 'სმარტის' აპარატები
ლიმონათისა და სხვა ტკბილი გაზიანი სასმელების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება შაქრის ხელოვნური შემცვლელები.
ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
შამპუნს კვირაში რამდენჯერმე ვიყენებთ, ამიტომ მის შემადგენლობას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ, რადგან ეს პროდუქტი ხშირად
კომპანიამ საბავშვო სოსისის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი ლიცენზია მიიღო.

ამინდი