Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას უკავშირდება საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის შემცირება

თარიღი : 25-08-2019, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჩვენთან არ იციან ახალი ჯიშის საქონლის მოვლა - ასე ეხმაურება მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი იმ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში სულ აღრიცხული იყო 965 ათასი მსხვილფეხა საქონელი, რაც 14 ათასით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ შარშან მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა 979 ათასს შეადგენდა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირებას მეცხვარეთა ასოციაციაში რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ბექა გონაშვილის თქმით, ქართული ჯიშის საქონელი ფერმერისთვის ნაკლებად მომგებიანია, რადგან მწვავედ დგას ადგილობრივი ჯიშის საქონლის გენეტიკის პრობლემა. ახალი ჯიშის საქონლის მოვლა კი ბევრმა ფერმერმა არ იცის, რის გამოც ხშირ შემთხვევაში შემოყვანილი საქონელი იხოცება.

„ჩვენი საქონელი არის დაბალპროდუქტიული იმასთან შედარებით, რა მოთხოვნებიც დღეს საქართველოში და მსოფლიოში არსებობს და ადამიანები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები, უმეტეს შემთხვევაში უკვე თავიდან იცილებენ საქონელს და ყიდიან, რაც სულადობის შემცირებას იწვევს.

ჩვენი ადგილობრივი სულადობები, რაც გვყავს დარჩენილი საქართველოში, ჩემი აზრით, ეს უნდა გამოვიყენოთ სახორცე მიმართულებით საქონლის საწარმოებლად. ხელოვნური განაყოფიერების სისტემის მეშვეობით შესაძლებელია აქაურ ძროხაზე გავანაყოფიეროთ მაღალპროდიქტიული უფრო მეხორცე საქონელი, რაც უფრო სწრაფ ზრდას მოგვცემს და შეგვეძლება სახორცედ დავკლათ სპეციალურად ამისთვის გაზრდილი საქონელი და არა უბრალოდ ყველა ის, რაც ხელში ჩავგვივარდება.

თუმცა ძროხის ფასებიდან გამომდინარე ბევრი დაიწყებს შემოყვანას, ბევრმაც შემოიყვანა, მაგრამ, რაც შემოვიდა, იმის ნახევარზე მეტი ფერმერების გამოუცდელობისა და უცოდინრობის გამო დაიხოცა და სასაკლაოშია ჩაბარებული.
ჩვენთან არ იციან - შემოჰყავთ თანამედროვე ჯიშის ძროხა და დახვდებიან ხოლმე ნამჯით, როგორც ბებოს ძროხას აჭმევდნენ. არადა, ადგილობრივ და შემოყვანილ საქონელს შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც „ჟიგულსა“ და „ტესლას“ შორის. ეს რომ არ მოხდეს, პირველ როგში აუცილებელია საკვები ბაზის მომზადება. სპეციალური საკვებია სილოსი და ა.შ, რომლის მოყვანაც ფერმერებმა უნდა ვისწავლოთ. ასევე უნდა ვისწავლოთ საქონლის მოვლა-შენახვის პირობები, რომელიც უნდა შუქმნათ ძროხას. არ შეიძლება საქონელი იყოს დახურულ შენობაში, დაბმული, ეს არანაირ შედეგს არ იძლევა. ფერმერები ამ შემთხვევაში მოგებას ვერ ნახავენ.

ფერმერების განათლებაში უნდა ჩაიდოს ფული, მათი ცოდნა და პრაქტიკა უნდა ავწიოთ მაღალ დონეზე. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა უნდა დავაინტერესოთ. ჩვენ ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერობა უნდა შემოვიღოთ საქართველოში“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

მისივე თქმით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირების მიზეზი კიდევ ის არის, რომ მასიურად იკვლევა და ექსპორტზე დიდი რაოდენობით გადის ბოჩოლები, რაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირებას იწვევს.

„საქართველოში უფრო და უფრო მოიმატა ბოჩოლის ხორცის მოხმარებამ და ექსპორტზეც დიდი რაოდენობით გადის. ბოჩოლის ხორცის მოხმარება პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ ადრე ვკლავთ იმას, რაც შეიძლებოდა, რომ გაზრდილიყო და უფრო მეტი პროდუქციაც და ხორციც მოეცა ან თუნდაც სარძეო მიმართულებით წასულიყო, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწონოთ“, -განაცხადა გონაშვილმა.

bpn.ge


ნანახია: 275-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდებოდა. სტატისტიკის
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი მცირდება, ქვეყანაში საქონლის ხორცის დეფიციტია. იზრდება მისი
ახალი წლიდან მოყოლებული საქონლის ხორცი დაახლოებით 2-3 ლარით გაძვირდა, ცხვრის ხორცი კი 1,5-2 ლარით.
თამაზ დეისაძის განცხადებით, 12 დღეში 26 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიჭირეს. საქონელს ძირითადად პარლამენტის მიმდებარე

ამინდი