Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სამ თვეში სრულად 30 ადამიანს ამოეწურა

თარიღი : 24-08-2019, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ადამიანს სრულად ამოეწურა 100 ქულა. ამასთან, უწყების ცნობითვე, ამათგან 29 ადამიანს მართვის მოწმობის მოქმედება შეჩერებული აქვს, ხოლო - 1-მა პირმა გამოცდა ჩააბარა.

რაც შეეხება რეგიონებს, მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სრულად ამოწურვის შემთხვევები დაფიქსირდა - აჭარაში, თბილისში, იმერეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა ყველაზე მეტ - 17 ადამიანს თბილისში ამოეწურა.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტლის მდგომარეობით, მართვის მოწმობაზე ქულები 148 968 პირს დააკლდა, ხოლო 30 ივნისის მდგომარეობით, 1 080 826 ადამიანს 100 ქულა სრულად ჰქონდა შენარჩუნებული.


ნანახია: 468-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგზაო წესების შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა.
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა.
შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში შსს-ში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის

ამინდი